არჩევნები 2016

დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოები არჩევნების მეორე ტურს დააკვირდებიან

British Embassy Tbilisi

დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოები, 30 ოქტომბერს, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურებს დააკვირდებიან.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას და საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა.

"ბევრი ჩვენგანი 8 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა და შთამბეჭდავი იყო "ცოცხალი დემოკრატიის" ხილვა. ვგეგმავ, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებსაც დავაკვირდე. იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქეები შეძლებისდაგვარად გამონახავენ დროს და დააფიქსირებენ თავიანთ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან", - თქვა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

კომენტარები