არჩევნები 2016

აუდიტის სამსახური: ზურაბიშვილს ანონიმური შემოწირულობების დაბრუნება მოვთხოვეთ

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ნიკა რურუას დამოუკიდებლად, პარტიის გარეშე "არანაირი ხარჯი არ განუხორციელებია".

"ვსწავლობთ ყველა პოლიტიკური პარტიის და დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ მიღებულ შემოწირულობას. პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები დამოუკიდებლად არ ქმნიან ფონდს და დამოუკიდებლად არ იღებენ შემოწირულობებს. შესაბამისად, ნიკა რურუას დამოუკიდებლად, პარტიის გარეშე არანაირი ხარჯი არ განუხორციელებია. ქალბატონ სალომეს თავიდანვე ჰქონდა პრეტენზიები მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით, მას ჰქონდა მიღებული რამდენიმე ანონიმური შემოწირულობა, რომლის დაბრუნებაც მოვთხოვეთ. ეს რეგულაციები ევროსაბჭოს და ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გამომდინარეა მიღებული", - ამბობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი.

რამდენიმე დღის წინ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და ნიკა რურუას შემოწირულობების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

კომენტარები