რეკლამა

საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მიმართულება IFM-მა ქვეყანაში საუკეთესოდ მეორედ ცნო

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკს, საქართველოს წამყვან ბანკს International Finance Magazine (IFM)-მა ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებისთვის ჯილდო მიანიჭა. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას მეორედ გადაეცა, როგორც ამ მომსახურების საუკეთესო მიმწოდებელს საქართველოში. IFM -ის დაჯილდოება აღნიშნავს კომპანიის იმ მიღწევებს, რომლებიც მომხმარებელს გამორჩეულ მომსახურებას სთავაზობს, ასევე ქმნის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას და გამოირჩევა ინოვაციითა და შედეგებით. ჯილდოს მინიჭებისას, ყურადღება ექცევა ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დაცვა.


ფოტო: საქართველოს ბანკი

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ უკვე მეორედ დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ბანკმა 2014 წელსაც მიიღო. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებს, როგორც თბილისში ასევე, ლონდონში, ბუდაპეშტსა და თელ-ავივში და ამ მომსახურებას ბაზარზე არაერთი უპირატესობა გამოარჩევს. მინდა, მივულოცო ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების თანამშრომლებს კიდევ ერთი წარმატება", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bankofgeorgia.ge

კომენტარები