არჩევნები 2016

ცესკო: წინასწარი მონაცემებით, 137 551 ბიულეტენი გაბათილდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 18 ოქტომბრის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე 137 551 ბიულეტენი გაბათილდა.

ცესკოს ცნობით, 62 680 პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი გაბათილდა, რაც საერთო რაოდენობის 3.43%-ია. ხოლო 74 871 მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენი გაუქმდა, რაც საერთო რაოდენობის 4.11%-ია.

აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში მონაცემები გაბათილდა, რის გამოც ამ ოლქებში 22 ოქტომბერს განმეორებითი არჩევნები დაინიშნა.

კომენტარები