თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე

პროკურატურა ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმაში ბრალდებულის პატიმრობას ითხოვს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურა ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმაში ბრალდებულის პატიმრობას ითხოვს. უწყებამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღე მიმართა.

სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 საათში უნდა გაიმართოს, თუმცა კონკრეტული დრო ამ ეტაპზე უცნობია. საქმეს მოსამართლე რევაზ ნადარაია განიხილავს.

ტრანსგენდერ ქალს თავს 14 ოქტომბერს დაესხნენ. მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული დაკავებულია.

ომბუდსმენი პროკურატურას სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთისკენ მოუწოდებს. არასამთავრობოების განცხადებითაც, "მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის საქმე და ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია მისცეს, მათ შორის, ჯეროვნად შეისწავლოს დანაშაულის მოტივისა და სხვა დამამძიებელი გარემოებების მაიდენტიფიცირებელი გარემოებები და სავარაუდო სიძულვილის მოტივი ადეკვატურად ასახოს ქმედების სამართლებრივ შეფასებაში".

 

კომენტარები