არჩევნები 2016

კეკენაძე: ვერ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს ენმ-ის მხარდაჭერისკენ

საკონსტიტუციო უმრავლესობის აკუმულირება ერთი ძალის ხელში ნამდვილად საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით ისეთ რეალობაში, სადაც ვერ ხდება სხვა ინსტიტუტების მიერ ამ ძალაუფლების დაბალანსება. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს [ენმ-ის მხარდაჭერისკენ] ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენს ამომრჩეველს ძალიან მკვეთრი პოზიციონირება აქვს, როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების, ასევე ნაციონალური მოძრაობის მიმართ.

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე სამოქალაქო საზოგადოების მიმართვაზე, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ.

კომენტარები