შეზღუდვები გზებზე

გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა თოვლისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია. დეპარტამენტისვე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

 

კომენტარები