შეზღუდვები გზებზე

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტისვე ცნობით, აღნიშნული გზის კმ1-კმ17 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები", - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები