გვიან ღამით ღრმაღელის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. მკვლელობის მოტივი უცნობია. მეზობლების თქმით, ცხედარი მოკლულის სახლთან იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, შემთხვევა მოკლულის მიერ სტუმრების გაცილების შემდეგ მოხდა. მათივე თქმით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.





