არჩევნები 2016

სახელმწიფო ხალხისთვის მინიმუმ არჩევნების დასრულებამდე არ დაიშლება

ბლოკი პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის მინიმუმ არჩევნების დასრულებამდე დაიშლება - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ახალი საქართველოს, ახალი მემარჯვენეების და სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერები ამ საკითხზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ბლოკის ლიდერების ნაწილი ამბობს, რომ ისინი სხვა პროდასავლურ პარტიებთანაც ითანამშრომლებენ. ახალი მემარჯვენეების ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, მათ შესაძლოა პრორუსულ პარტიებთან თემატურ საკითხებზე ითანამშრომლონ.

 

 

კომენტარები