არჩევნები 2016

ბურჭულაძე: მოსახლეობის 80%-ს დასავლეთი სურს, პარლამენტს - ჩრდილოეთი

ახალი მემარჯვენეების, ახალი საქართველოსა და სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერები ამ წუთებში მსჯელობენ, გააგრძელებენ თუ არა ისინი თანამშრომლობას. შეხვედრის დაწყებამდე მათ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ პროდასავლური პარტიების გაერთიანებას.

"ჩემი სურვილია, შენარჩუნდეს ბლოკი იმიტომ, რომ ძალიან ჯანსაღი და კარგი ბლოკია. ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ ბლოკს. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ყველას გვინდა, რომ ბლოკი შენარჩუნდეს. პროდასავლური პარტიები უნდა გაერთიანდნენ, მე არ ვიცი ბლოკად უნდა იყვნენ თუ არა, მაგრამ ერთსულოვნება უნდა იყოს საქართველოში. დღეს საქართველოს 80%-ს უნდა დასავლეთისკენ და ისეთი პარლამენტი ჩამოყალიბდა, რომელსაც უნდა ჩრდილოეთისკენ", - ამბობს ბურჭულაძე.

ახალი მემარჯვენეების ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, „შეიძლება, პარტნიორთა წრე გაიზარდოს“.  ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, ამ ბლოკში ვის მოვიაზრებთ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი".

კომენტარები