ჩვენ ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტთან საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. მე ყოველთვის მოლაპარაკებების გზით მოგვარების მომხრე ვარ. არ არსებობს საკითხი, რომელთა გადაჭრა მოლაპარაკებების გზით შეუძლებელია. დამიჯერეთ, მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ორი რევოლუცია გაიარა, უკრაინას ერთი ვერ გაუვლია. 2010 წელს ჩვენს მაიდანზეც 100-მდე ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ეს გავიარეთ, მაგრამ არ დაგვირეკავს მოსკოვში ან ვაშინგტონში. ჩვენთანაც მოხდა საოლქო ადმინისტრაციების დაკავება, მე არსად დამირეკავს, თავად წავედი იქ, ყველა საკითხს თავად ვწყვეტდი, ყველა საკითხი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს, სამხედრო გზას მხოლოდ ჩიხამდე მივყავართ. მე კიდევ ერთხელ ოფიციალურად მინდა ვთქვა, რომ ყირგიზეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, რადგან ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ფუნდამენტური პრინციპი უნდა იყოს. სამწუხაროდ, მე ვთვლი, რომ არასდროს არ არის ისე, რომ მომხდარში მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე. ვფიქრობ, არ იყო ყველა ნაბიჯი გადადგმული, როგორც ჩანს, ზოგჯერ საჭირო იყო საკუთარი სიამაყის დაძლევა და არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რაც ახლა გაგვაჩნია. მგონია, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ვფიქრობ, რომ დღესაც არ უნდა გვქონდეს პოზიცია - "შენ სულელი ხარ". საჭიროა მოლაპარაკებებზე გადასვლა, სამხედრო გზით პრობლემა არ გადაიჭრება.
tbl.ge/1y56
დაკოპირდა

ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ოკუპაციაზე, საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. (რუსთავი ორის თარგმანი).
ამავე თემაზე
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
- 2 აპრილს, რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- სუს: ოკუპანტების მიერ 2026 წლის 20 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
- სუს: ოკუპანტების მეირ 2025 წლის 23 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
- ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია - სუს




