არჩევნები 2016

ბურჭულაძე: ვრჩები პარტიაში, კოალიცია იქნება ალბათ - ყველას ასე აწყობს

მოხდა დიდი რამ, რომ ჩამოყალიბდა ყველაზე ახალგაზრდა, მომავლის პარტია პროფესიონალებით, რომელიც მომავალ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ადგილობრივშიც. რა თქმა უნდა, ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ შევძელი და ახალი, ძლიერი, კარგი, ჯანსაღი ძალა შემოვიყვანე ქართულ პოლიტიკაში, რომელიც არის საქართველოს მომავალი. მე ვრჩები პარტიაში, რეორგანიზაცია მოხდება. ყრილობა გვექნება სულ ცოტა ხანში. მოლაპარაკება და თათბირი მიმდინარეობს, კოალიცია არის ჯერჯერობით და იქნება ალბათ, იმიტომ, რომ ყველას აწყობს ეს. დღეს საქართველო არის ღრმა კრიზისში, რომელსაც გამოიყვანს ზუსტად ჩვენი მოძრაობა.

ბლოკ სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები