საბურთალოს რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად გეგმიურ სამუშაოებს ასახელებს.
10 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიძის, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





