არჩევნები 2016

სახელმწიფო ხალხისთვის: ხობის ოლქში დევნილის მოწმობები დღეს გაიცა

საარჩევნო ბლოკ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი გიორგი პაპავა ამბოობს, რომ ხობის ოლქში სახელმწიფომ დღევანდეელი რიცხვით დევნილის მოწმობები გასცა.

"ხობის ოლქის 62-ე, 64-ე და 67-ე უბნებში, მას შემდეგ, რაცმიიყვანეს დევნილები, რაც არ ჰქონდათ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფომ სასწრაფოდ დაიწყო დღევანდელ დღეს დევნილობის მოწმობის გაცემა. საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლით,  დღეს უქმე დღეა და შესაბამისად შეუძლებელი და არაკანონიერია დღეს ამ დოკუმენტის გაცემა",- თქვა პაპავამ.


ფოტო: სახელმწიფო ხალხისთვის

 

კომენტარები