არჩევნები 2016

ქართული ოცნება: ილია კოკაიას წარმომადგენლები ამომრჩეველებს ფულს ურიგებენ

41.ge

ქართული ოცნების ცნობით, ზესტაფონის საარჩევნო ოლქში რამდენიმე უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

"კერძოდ, დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის ილია კოკაიას წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველებს, რომლებიც იმის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენენ, რომ არჩევანი ილია კოკაიას სასარგებლოდ გააკეთა, გარკვეული რაოდენობის თანხას ურიგებენ. აგიტატორი აცხადებს რომ არის "ოცნების" მხარდამჭერი და ასახელებს ვინმე რეზო გოგოლაძეს, რომლისგანაც მიიღო დავალება. დაზუსტებული ინფორმაციით. რეზო გოგოლაძე არის ილია კოკაიას წარმომადგენელი" - აცხადებს ქართული ოცნება.

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი ილია კოკაია საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის.

კომენტარები