არჩევნები 2016

ცესკო: პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, 9 ოქტომბერს 06:00 საათისთვის გამოქვეყნდება

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, 9 ოქტომბერს, დილით, 06:00 საათისთვის გამოქვეყნდება.

"მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების გარდა, მაგალითად, აჭარაში ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, მათ აქვთ ოთხი ბიულეტენი, კომისიას ოთხი ბიულეტენი ექნება დასათვლელი, ასევე, ზოგიერთ ოლქში ტარდება მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები და კომისიას იქ დასათვლელი ექნება სამი ბიულეტენი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით დილის ექვსი საათისათვის უკვე გვექნება პირველადი მონაცემები",- აღნიშნა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

კომენტარები