არჩევნები 2016

ქართული ოცნება რუსთავი 2-ის საარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

41.ge

ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მოქმედმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო რუსთავი 2-ზე დღეს დაგეგმილ დებატში, რომელიც პარტიების ლიდერებს შორის უნდა გამართულიყო. ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას დღესვე ოპოზიციური პარტიების წარომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, კვირიკაშვილი დებატების მონაწილეობას გაურბის, რადგან 4 წლის განმავლობაში პოლიტიკურ საქმიანობაზე შეკითხვებისთვის მზად არ არის.

ქართული ოცნების გადაწყვეტილება, უარი ეთქვა დებატებზე, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა არჩევანში ჯერ კიდევ გუშინ გაახმოვანა. დამატებით განმარტებებს ქართული ოცნების პრესსამსახური არ აკეთებს. ქართული ოცნების პირველი ნომრის გამოუცხადებლობის გამო გადაცემა "არჩევანში" დებატები აღარ გაიმართება.

კომენტარები