ბიუჯეტი 2017

მთავრობა 2017 წელს უფასო ხვნა-თესვის პროგრამას წყვეტს

Reuters

2017 წლიდან "უფასო ხვნის" პროგრამა შეწყდება, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამაზე, რომელზეც გასულ წლებში 45-50 მილიონი ლარი იხარჯებოდა, ახლა 0 თეთრია გათვალისწინებული.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარჯები მცირდება. სამინისტროს ბიუჯეტი წელს 321 მილიონი ლარი იყო, მომავალი წლისთვის კი 238 მილიონი იქნება. 

მთავრობა სოფლის მეურნეობის პროგრამების უმრავლესობის დაფინანსებას ამცირებს:

  • უფასო ხვნა - 2016 - 48 მილიონი, 2017 - 0 თეთრი
  • მელიორაცია - 2016 - 63 მილიონი, 2017 - 49 მილიონი
  • კოოპერატივების წახალისება - 2016 - 7.2 მილიონი, 2017 - 5.3 მილიონი
  • ტექნიკის ლიზინგი - 2016 - 23 მილიონი, 2017 - 16 მილიონი
  • აგროდაზღვევა - 2016 - 9 მილიონი, 2017 - 5 მილიონი
  • ქართული ჩაი - 2016 - 3.5 მილიონი, 2017 - 1 მილიონი
  • სურსათის უვნებლობა - 2016 - 26 მილიონი, 2017 - 22 მილიონი

გასული წლების მანძილზე სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების ზრდის მიუხედავად, დარგი მაინც საკმაოდ დაბალი ტემპებით იზრდება, რაც ამ ხარჯების არაეფექტურობაზე მეტყველებს.

სოფლის მეურნეობის ეკონომიკური ზრდა და სამინისტროს ბიუჯეტი წლების მიხედვით:

  • 2012 - სამინისტროს ბიუჯეტი 228 მილიონი - დარგის ზრდა (-3.7%)
  • 2013 - სამინისტროს ბიუჯეტი 241 მილიონი - დარგის ზრდა - 11%
  • 2014 - სამინისტროს ბიუჯეტი 263 მილიონი - დარგის ზრდა - 1.6%
  • 2015 - სამინისტროს ბიუჯეტი 314 მილიონი - დარგის ზრდა - 2.9%
  • 2016 - სამინისტროს ბიუჯეტი 321 მილიონი - დარგის ზრდა - 1.7% (მეორე კვარტალი)

კომენტარები