გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

სააკაშვილი: თარგამაძე ამოირჩიეს იმიტომ, რომ ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს

ჯერ კიდევ ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთიდან ივანიშვილს კარგად იცნობდა, შარშან კიევში მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი და ივანიშვილის წარმატებაში დაინტერესებული ძალები ყველანაირ ძალადობაზე არიან წამსვლელები. ვისაც ჰგონია, რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცისა და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელები, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდნენ, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილსა და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა. ივანიშვილისთვის, ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს. შემდეგი დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ განთავისუფლების. P.S. ჩემს მეგობარს და დიდ პატრიოტს გივი თარგამაძეს ვულოცავ გადარჩენას, ჩემი აზრით ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დაშავებული კარგად იქნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის აფეთქების შესახებ, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაშავდა. თარგამაძე და მისი მძღოლი აფეთქების დროს, მანქანაში იმყოფებოდნენ.

კომენტარები