გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გაბაშვილი: ეს არაა ნორმალური ქვეყანა, ვითარება, ეს არაა ნორმალური არჩევნები

ეს არ არის ნორმალური ქვეყანა და ეს არ არის ნორმალური ვითარება, ეს არ არის ნორმალური არჩევნები - ჩვეულებრივად ბომბები ფეთქდება ქალაქში, - ეს კომენტარი ენმ-ის წევრმა გიორგი გაბაშვილმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ნუ რა შეფასება უნდა გავაკეთო, შუა კოლმეურნეობის მოედანზე ადამიანი, გამოვიდა ოფისიდან რამდნეიმე წამში მისი მანქანა გაგლეჯილი არიას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. 
როგორც ჩანს, აფეთქება იქით არ წავიდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მანქანა უკანა მხარე აქვს მოგლეჯილი, გივი გადარჩა და დათოც ჩვენი მეგობარი, როგორ შევაფასებდი ეხლა, ისე შევაფასებდი, როგორც წინა დღეს ცეცხლსასროლი იარაღით ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ირაკლი ოქრუაშვილისათვის, სროლას. იმის წინა დღეს დანით კონცერტზე 15 წლის ბიჭის მკვლელობას, ეს არ არის ნორმალური ქვეყანა და ეს არ არის ნორმალური ვითარება, ეს არ არის ნორმალური არჩევნები - ჩვეულებრივად ბომბები ფეთქდება ქალაქში", - განაცხადა გაბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არ გიორგი გაბაშვილს ობიექტური გამოძიების, ის პასუხობს: "მე ერთადერთი რაღაცის იმედი მაქვს, რომ 8 ოქტომბერს ეს ყველაფერი დამთავრდება და ქვეყანა ნორმალურად იცხოვრებს, ამის იმედი მაქვს".

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან ენმ-ის წევრის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა.

შემთხვევის დროს თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. დაშავებულია სამი ადამიანი.

თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები