გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

შსს: თარგამაძის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

ტაბულა

შსს-მ ენმ-ის წევრის, გივი თარგამაძის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

"გამოძიება დაიწყო შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. უახლოეს მომავალში შევეცდებით, რომ საქმეზე დავადგინოთ ჭეშმარიტება. ამ ეტაპზე ფაქტის ირგვლივ სხვა კომენტარებს ვერ გავაკეთებ. ჩვენი პირველადი მონაცემებით, 3 ადამიანია დაშავებული, რომლებიც გადაყვანილები არიან სტაციონარში", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა.

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან ენმ-ის წევრის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. შემთხვევის დროს თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ.

აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები