არჩევნები 2016

კალაძე: შევძლებთ პრობლემების მოგვარებას, მთავარია, ვიყოთ ერთად, როგორც დღემდე

პარტია ქართული ოცნება ჩვენი ლიდერის, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არის ის ერთადერთი უალტერნატივო ძალა ქვეყანაში, ვისაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ, ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი ერთსულოვნებით, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას თქვენთან ერთად. მთავარია ვიყოთ ერთად, როგორც დღემდე. ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი სიმტკიცით აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. მინდა გისურვოთ წარმატებები და მინდა გისურვოთ, რომ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი თითოეული ჩვენგანისთვის.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე დიდუბის რაიონში, მაჟორიტარი კანდიდატების ილია წულაიას და ზაზა პაპუაშვილის წარდგენისას.

კომენტარები