ვან გოგის ნახატები

ვინსენტ ვან გოგის ორი დაკარგული ტილო იტალიაში იპოვეს

View of the Sea at Scheveningen
vangoghmuseum.nl

იტალიელმა სამართალდამცველებმა ჰოლანდიელი ფერმწერის, ვინსენტ ვან გოგის ორი ტილო იპოვეს. ისინი ამსტერდამის მუზეუმიდან 2002 წელს მოიპარეს.

მუზეუმის განცხადებით, ტილოები ჩარჩოებიდან ამოღებული იყო, მაგრამ ძირითადად დაუზიანებელია. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ნახატები მუზეუმს.

პოლიციის ინფორმაციით, ნახატები ნეაპოლურმა მაფიამ მოიპარა. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანის ღირებულება მილიონობით ევროა.

ნამუშევრები "Congregation Leaving the Reformed Church in Nuene" და "View of the Sea at Scheveningen" ვან გოგს კარიერის დასაწყისში აქვს დახატული.

Congregation Leaving the Reformed Church in Nuene
ფოტო: vangoghmuseum.nl

 

 

კომენტარები