არჩევნები 2016

ბოკერია: ვემზადებით არჩევნებისთვის, სადაც ივანიშვილის გუნდის მარცხი გარდაუვალია

ჩვენი პასუხი ამ ყოველდღიურ ბოდვაზე არის ჩვენი აქცია ზუგდიდში, სადაც ათასობით ადამიანი მშვიდობიანად, წყნარად გამოდის და გამარჯვების რწმენით ემზადება არჩევნებისთვის. [აქციის გამართვას] დილიდან ხელს უშლიდნენ, მანქანებს არ აყენებინებდნენ, ეს არის სწორედ ის სურათი, რაც გვაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა, ისევ როგორც მთელი საზოგადოება, ემზადება არჩევნებისთვის, რომელშიც ივანიშვილის და მისი გუნდის მარცხი არის გარდაუვალი, იმ ვითარების გამო, რაც არის ქვეყანაში და იმის გამო, რაც ისმის თავად ივანიშვილისგან ყოველდღე. ამის პასუხად ვიღებთ ასეთ ბოდვას. მე მიჭირს კიდეც პასუხი, ეს რაღაც ნაზავია საოცარი პოლიტიკური უტიფრობის და იმდენი სისულელის, რომ ამორჩევაც ჭირს, რომელ ერთ სისულელეზე მოვახდინოთ ფიკუსირება. ჩვენზე, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტზე რასაც ლაპარაკობს, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია - რას ეუბნება ის ხალხს.

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ქართული ოცნების განცხადებებზე, რომ ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციას გეგმავს.

კომენტარები