საჯარო ფინანსები

აუდიტის სამსახური: სავარაუდოდ "ჩაწყობილი" ტენდერი შსს-ში ყავის ავტომატის შეძენაზე

cafedesire.co.in

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, სამინისტრომ წარმომადგენლობით ხარჯებზე ანუ სარესტორნო, სასტუმროების, წვენების, ჩაის, ძვირფასეულობის, სუვენირების, საღეჭი რეზინებისა და სხვა საქონლისა და მომსახურების შეძენაზე 668 ათასი ლარი დახარჯა. აუდიტის ანგარიშში მოხვდა ყავის აპარატების შეძენისთვის გამოცხადებული ტენდერიც, რომლის პირობებიც საეჭვოდ დაემთხვა გამარტივებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანიის ყავის აპარატების ტექნიკურ მონაცემებს.

"2015 წლის 22 იანვარს სამინისტროსა და შპს "ვენდინგ ჯორჯიას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება N60 შსს ადმინისტრაციულ შენობებში ცხელი სასმელების აპარატებით (შვიდი ერთეული) მომსახურების შესყიდვაზე ღირებულებით 15.0 ათასი ლარი. წლის განმავლობაში გაწეულია (და შესაბამისად გადახდილია) 10.8 ათასი ლარის მომსახურება. 11 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის N422 განკარგულების (საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ) დანართის მე-7 პუნქტის მოთხოვნა. 26 აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის (SPA140028051) საშუალებით (შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 15.0 ათასი ლარი).

სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული იყო ისეთი არააუცილებელი მოთხოვნები, როგორიცაა:

  • აპარატის ფიქსირებული ზომები: სიგრძე 40-45სმ, სიმაღლე 150-160სმ, სიღრმე 50-55სმ.
  • კონტეინერების რაოდენობა - 5 ერთეული
  • ერთჯერადი ჭიქები - 195 ერთეული
  • მოსარევი ჩხირი - 180 ერთეული

აღნიშნული შეზღუდვის პირობებში (რაც კონკრეტული პრეტენდენტის ინტერესებს აკმაყოფილებდა) ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა და გაიმარჯვა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით. აღნიშნული გარემოება ხელს არ უწყობს რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფას",- წერია აუდიტის სამსახურის აღწერილობაში.

კომენტარები