საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რამდენიმე პრობლემაა: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის ამოვარდა მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი, რომელიც შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს. მედიკამენტები გაძვირდა და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ძალიან რთულ ვითრებაში არიან მაშინაც კი, როცა სხვა ყველაფერი მათთვის დაფარულია. ფუნდამენტურად, ეს უსამართლო სისტემაა. შეძლებულ ადამიანებს სახლემწიფო არ უნდა უფარავდეს არანაირ ხარჯს ყველას გადასახადებიდან, მათ შორის, საშუალო შემოსავლის ან გაჭირვებული ადამიანების გადასახადებიდან. როგორც მინიმუმ ამ ადამიანებისთვის უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო დაზღვევის დაფარვა, ასეთმა ადამიანებმა კერძო დაზღვევის პაკეტი უნდა შეიძინონ და დახარჯონ თავისი ფული. სახელმწიფო ყველას გადასახადებით უნდა ეხმარებოდეს იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ მდგომარეობაში. ყველამ ვიცით, რომ უკვე დეფიციტზეა ეს პროგრამა, დაუფიქრებლად მოხდა ეს ყველაფერი, რიგები დგას, ვერ უხდიან ხელფასებს... ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. შეიძლება სისტემა აფეთქდეს თუ არ დადგა მყარ ფინანსურ საფუძველზე. ვთთვლი, რომ ისევ კერძო კომპანიების კონკურენციის რეჟიმში უნდა დავბრუნდეთ, გავაფართოვოთ კიდეც, რაც იქამდე იყო და გამოვრიცხოთ ის ხალხი, ვისაც შეუძლია თვითონ დაფაროს საკუთარი კერძო დაზღვევა.
tbl.ge/1wbt
დაკოპირდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთბათა მდივანი გიგა ბოკერია fb live- ში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე.
ამავე თემაზე
- ენმ: საავადმყოფოების მიმართ სამინისტროს დავალიანება ათეულობით მილიონია
- ენმ: სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილ ქაოსს ვერ უმკლავდება
- ჭიაბერაშვილი: ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი კვირის თანხა დარჩა
- ჭიაბერაშვილი: მედპერსონალის სახელფასო დავალიანება იზრდება
- ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი