არჩევნები 2016

სახელმწიფო ხალხისთვის: მესტიის შტაბი რამდენიმე წევრმა დატოვა

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის მესტიის შტაბის წევრებმა დატოვეს. პარტიის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ შტაბი რამდენიმე ადამიანმა დატოვა. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, დაუზუსტებელი ინფორმაციით, შტაბის ყოფილი წევრები ქართულ ოცნებას შეუერთდებიან.

თუმცა, ინტერპრესნიუსს მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის მესტიის შტაბის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ საბანაძემ განუცხადა, რომ შტაბი ყველა წევრმა დატოვა და მიზეზად პარტიის ლიდერის ბოლოდროინდელი ქმედებები დაასახელა.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პაატა ბურჭულაძის პარტიას მისი წევრები ტოვებენ. პარტია დატოვა ახალგაზრდულმა ფრთამ, ასევე მერაბ მეტრეველმა, გიორგი რუხაძემ და ხათუნა ლაგაზიძემ. 

კომენტარები