ბევრი მილიარდის მქონე ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის ურთიერთობების დადგენისას Кавказская пленница არ უნდა სჭირდებოდეს. საერთოდ, ხელოვნებასთან, კინოსთან, ლიტერატურასთან პრეტენზიის მქონე კაცია ბიძინა ივანიშვილი. ნიცშედან გაიდაიმდე ნამეტანი შორი გზაა და დაღმავალი, პოლიტიკური გემოვნების არ იყოს. 2012-დან 2016-მდე დაღმავალია მისი პოლიტიკური შესაძლებლობები და ძალიან დაშორებულია პოლიტიკურ მოთხოვნილებებს, მისი შესაძლებლობები და მოთხოვნილებები აცდა ერთმანეთს. 2011-12-ში თანხვედრაში იყო, 2016 წელს აცდა ერთმანეთს. საერთოდ, ნიცშედან გაიდაიმდე არ არის მაინცდამაინც აღმატებული სვლა და ნაბიჯები როგორც ხელოვნების, ისე სხვა თვალსაზრისით
tbl.ge/1vrm
დაკოპირდა
რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ რესპუბლიკური პარტიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ რესპუბლიკელების მოთხოვნილებებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის დიდი სხვაობაა.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია