არჩევნები 2016

ბურჭულაძე ივანიშვილზე: მე თბილისში გაზრდილი ვარ და პასუხის მოთხოვნა სხვანაირად ვიცი

მე ვარ თბილისში გაზრდილი, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, და ცოტა სხვანაირად ვიცი პასუხის მოთხოვნა. სასამართლოში ჩვენი ჩივილი ამის თაობაზე [ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, პაატა ბურჭულაძის მიერ თანამშრომლობის სანაცვლოდ „უამრავი" ფულის მოთხოვნის შესახებ], ჩემი აზრით, არ იქნება თბილისურად ლამაზი... თბილისში, სადაც მე გავიზარდე, ასეთ რამეზე სასამართლოში არ მიდიან. მე მივყვები იმ ხაზს, რომ თუ არ მოიხდის ბოდიშს, ის დამნაშავეა. ღმერთმა შეუნდოს.

ბლოკის "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, პაატა ბურჭულაძის მიერ თანამშრომლობის სანაცვლოდ „უამრავი" ფულის მოთხოვნის შესახებ.

კომენტარები