არჩევნები 2016

ბურჭულაძემ საარჩევნო ტურნეს ფარგლებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

ბლოკ სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ საარჩევნო ტურნეს ფარგლებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. სახელმწიფო ხალხისთვის ინფორმაციით, ბურჭულაძემ რუსთაველებს პარტიის სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა მაქსიმალურადაა ორიენტირებული ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 4 წლის განმავლობაში სტატუსის გარანტირებულად შენარჩუნება და 250 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა დღეს რუსთავში. რუსთაველებს შევხვდით ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად ადგილობრივებს გავაცანით ჩვენი ხედვა და პროგრამა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს გამარჯვების და ეს ასეც იქნება. 8 ოქტომბრამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და 8 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ყველაფერს უკეთესობისკენ შევცვლით", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები