არჩევნები 2016

პრემიერი: ჩვენ აღარ გვაქვს უფლება კიდევ უფრო მეტი დაპირისპირების და დაძაბულობის

დღეს აღარ არის ოპოზიციის დევნა. გარდა ცალკეული ძალიან მცირე ინციდენტებისა, წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს, ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ჩვენ აღარ გვაქვს უფლება კიდევ უფრო მეტი დაპირისპირების, მეტი კონფრონტაციის, დაძაბულობის... საკუთარ შეცდომებზე უკვე ბევრი ვისწავლეთ. ჩვენ ვართ ღირსი იმის, რომ ჩავატაროთ ასეთი მშვიდობიანი კამპანია და ქართველმა ხალხმა აირჩიოს ის, ვინც ყველაზე ღირსეულია.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კასპში, მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილის წარდგენისას.

კომენტარები