არჩევნები 2016

ჯანდიერი: “ოცნებას” განზრახული აქვს, საარჩევნო პროვოკაციები ოპოზიციას გადააბრალოს

წინასაარჩევნო პროვოკაციები, რომელზეც საუბრობს შს მინისტრი, უბრალოდ აბსურდულია. მეტიც, ყველა იმ პროვოკაციისა და გარჩევების უკან, რომელსაც ჩვენ წინააარჩევნოდ ვუყურებთ, დგას ხელისუფლება და ქართული ოცნება. ამ ბინძური საქმიანობისთვის იყენებს ნაციონალური მოძრაობიდან პორტირებულ ე.წ. ზონდერებს. ამის ნათელი მაგალითია პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის წარმომადგენლის, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრის ჩაშლა მოსახლეობასთან და მისი შვილისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ეს კეთდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ, სავარაუდოდ, ხელისუფლებას განზრახული აქვს, არჩევნებმა ჩაიაროს პროვოკაციების ფონზე, მოხდეს შეხლა-შემოხლა და „აი, ხომ ვამბობდი" პრინციპით გადააბრალოს ოპოზიციას.

პარტიის სახელმწიფო ხალხისთვის წევრი დავით ჯანდიერი შს მინისტრის განცხადებაზე. შს მინისტრმა განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ რიგი პარტიები საარჩევნოდ პროვოკაციებს აპირებენ.

კომენტარები