არჩევნები 2016

სახელმწიფო ხალხისთვის კანდიდატი ბაღდათის გამგებლის გადადგომას ითხოვს

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ბაღდათის მაჟორიტარი კანდიდატი გიგა გლუნჩაძე ადგილობრივი გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. გლუნჩაძე მიზეზად მიმდინარე გამოძიების პროცესში, მოწმეებზე ზეწოლის შესაძლო მცდელობას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მოქმედი გამგებელი, რამდენიმე თვის წინ, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკვეს. 2 დღის წინ კი, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. გათავისუფლების შემდეგ, ირაკლი გეგეშიძემ განაცხადა, რომ ის მზად არის, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რათა გამოირიცხოს მოწმეებზე ზეწოლის მცდელობა.

"თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ მას მოეთხოვა გადადგომა, გეგეშიძემ დაწერა განცხადება ბიულეტენზე გასვლის თაობაზე. საკრებულოს სხდომა ხვალაა ჩანიშნული, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის განცხადების დაკმაყოფილებას აპირებს", - ამბობს გიგა გლუნჩაძე და აღნიშნავს, რომ "ერთის მხრივ, ქართული ოცნება თავიდან ირიდებს შუალედური არჩევნების დანიშვნას ბაღდათში, რადგან დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში დიდი უპირატესობით დამარცხდება, მეორეს მხრივ კი, სახელისუფლებო გუნდი არაკეთილსინდისიერად ცდილობს გამგებლად შეინარჩუნოს კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელიც 2 თვის წინ, გამგეობის შენობიდან ბორკილებდადებული გამოიყვანეს".

კომენტარები