არჩევნები 2016

კილაძე: პროგრამაში უპასუხისმგებლო არაფერი გვიწერია, ზუსტ გათვლებს დრო დასჭირდა

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. ჩვენ გავაკეთეთ ზუსტი გათვლები. უპასუხისმგებლო, ისეთი რაც არ შესრულდება, არაფერი არ არის ჩვენს პროგრამაში, ამიტომ ამას დასჭირდა გარკვეული დრო, სადაც შევაჯერეთ ყველა დეტალი. მე თავად გახლდით სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი და ზუსტად ვიცი, რა კოლოსალური სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პროგრამა.

ქართული ოცნების ახალი სახე სოფო კილაძე ტაბულას კითხვაზე, პარტიის საარჩევნო პროგრამა აქამდე რატომ არ გაასაჯაროვეს.

კომენტარები