არჩევნები 2016

გიორგი რუხაძემ საარჩევნო სიაში ყოფნაზე უარი თქვა

სახელმწიფო ხალხისთვის

გიორგი რუხაძემ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" საარჩევნო სიაში ყოფნაზე უარი თქვა. თუმცა, ის პარტიაში რჩება. ამის შესახებ მან ტაბულას უთხრა.

რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზებს ჯერჯერობით არ ხსნის.

აღსანიშნავია, რომ ბურჭულაძის პარტია დატოვა ხათუნა ლაგაზიძემ. ჩვენ კი არ ვუღალატეთ პაატას, პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა - ყველაფერი ერთად! ჩვენ კი არ გამოვიქეცით, არამედ ეს იყო პაატა ბურჭულაძის პირადი არჩევანი - ნაციონალების სია", - თქვა ლაგაზიძემ.

კომენტარები