არჩევნები 2016

მეგრელიშვილი: ნაციონალებს თანამშრომლობა თუ არ შეგიძლიათ, პარლამენტში რა გინდათ?

ნაციონალური მოძრაობის აჟიტირებული მხარდამჭერების საყურადღებოდ! ბლოკის გამარჯვებად მივიჩნევ მდგომარეობას, როდესაც სხვა პოლიტიკური ძალა მის გარეშე ვერ ახერხებს მთავრობის დაკომპლექტებას ან სჭირდება ინაშვილ/ბურჯანაძის ტიპის პოლიტიკოსებთან ალიანსი. ასეთ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად ვარჩევ თანამშრომლობას საპარლამენტო კრიზისს და რევოლუციას. ნაციონალებს თანამშრომლობა თუ არ შეგიძლიათ, პარლამენტში რა გინდათ? სრულ ბოდვად მიმაჩნია ნებისმიერი სხვა აზრი. P.S. ვიცი, როგორ გიმძიმთ გირჩის პარლამენტში ხილვა, მაგრამ კიდევ ბევრჯერ მოგიგებთ.

გაერთიანების სახელმწიფო ხალხისთვის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი Facebook-ში თავის განცხადებას განმარტავს. ცნობისთვის, მეგრელიშვილმა ტაბულასთან საუბარში თქვა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს.

კომენტარები