არჩევნები 2016

ივანიშვილი: ფონდი "ქართუ" 2018 წლისთვის ზუგდიდის თეატრს გაარემონტებს

მე ეს გავიგე გუშინ. აქვე გპირდებით, რომ 2018 წლისთვის ზუგდიდის თეატრს გავარემონტებთ. როდესაც ზუგდიდში მოვდიოდი, გავარკვიე, რომ არც ერთი მომართვა არ იყო ზუგდიდან. საჯაროდ ვამბობ, როდესაც ვიყავი ბოტანიკურ ბაღში, დახმარება შევთავაზე და გვიან შემეხმიანენ, ასევე დადიანების სასახლეში როდესაც ვიყავი, დახმარება შევთავაზე და საჭიროდ არ ჩათვალეს. სამწუხაროდ, არ მოსულა არაფერი ჩემამდე ზუგდიდის თეატრიდან. საჯაროდ გეუბნებით, რომ 2018 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ და  თეატრს გავარემონტებთ, "ქართუ" ფონდი მყავს მხედველობაში და არა ხელისუფლება

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ის ამჯერად სამეგრელოშია

კომენტარები