არჩევნები 2016

სამადაშვილი: ამომრჩევლის დიდი ნაწილი ნიჰილიზმშია ჩავარდნილი

2012 წელს ქართველმა ამომრჩეველმა მიიღო ძალიან ღრმა ფრუსტრაცია, ძალიან მწარედ მოატყუეს, ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება გარკვეულწილად ნიჰილიზმშია ჩავარდნილი, იმიტომ, რომ როდესაც ასეთი დიდი რაოდენობით ადამიანები ამბობენ, რომ მათ არ იციან, ხმა ვის მისცენ, ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი ნიჰილიზმშია ჩავარდნილი. ასეთ ადამიანებთან პირდაპირი, უშუალო ურთიერთობა, ერთი მხრივ, მათი მოსმენა და მეორე მხრივ, მათთვის ჩვენი სათქმელის თქმა გამოიღებს უზარმაზარ შედეგს და სწორედ ამ ინტენსიური კამპანიის შედეგად, რომელიც არის ძალიან დამღლელი, შრომატევადი, მე ვფიქრობ, რომ არჩევნებზე ჩვენ ვნახავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის შედეგები ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როცა ვუყურებთ წინასწარ გამოკითხვებს

ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატი სალომე სამადაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები