არჩევნები 2016

ხულორდავა: არაფორმალური მმართველობა ნამდვილად არ მიგრძვნია

არაფორმალური მმართველობა ნამდვილად არ მიგრძვნია. კვლევებთან დაკავშირებით უამრავი კომენტარი არის გაკეთებული უკვე. რა თქმა უნდა, ვიცნობთ NDI-ის კვლევებსაც და სხვა კვლევებსაც, ბუნებრივია. ეს ძალიან გვეხმარება იმაში, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, სად არის ძირითადი საჭიროებები, რა მოლოდინები არსებობს ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან დაკავშირებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, კვლევა საინტერესოა და მას ვეცნობით ყოველთვის

ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატმა, თამარ ხულორდავამ ტაბულას ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. ტაბულას ჟურნალისტმა ხულორდავას ჰკითხა, გრძნობს თუ არა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და უქმნის თუ არა ეს მას დისკომფორტს

კომენტარები