არჩევნები 2016

ხოშტარია: უნდა გავარღვიოთ ეს ნეგატიური დევნის, შურისძიების წრე და წავიდეთ წინ

ჩემთვის ძალიან პრინციპულია, რიმ სწორედ ვაკეში ვიყარო კენჭი. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის მიმართ ლეგიტიმურ კითხვებზე, ასევე, უნდა იყოს გზავნილი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღება-განვითარება. ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა მოვახერხოთ და გავარღვიოთ ეს ნეგატიური დევნის, შურისძიების წრე და წავიდეთ წინ, წავიდეთ წინ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ყველას აწუხებს, ეს არის - სამართლიანი გარემო, ლიბერალური გარემო, ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემა და ევროპული საქართველო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მეორე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია მაესტროს ეთერში, კითხვაზე - რატომ იყრის კენჭს მაინცდამაინც ვაკეში.

კომენტარები