არჩევნები 2016

აგვისტოში, პოლიტიკური შემოწირულებების 77% ქართულმა ოცნებამ მიიღო

აგვისტოს თვეში ყველაზე მეტი პოლიტიკური შემოწირულება ქართულმა ოცნებამ მიიღო. აუდიტის სამსახურის ცნობით, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებულმა შემოწირულებამ 5 593 420 ლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - 662 014 ლარით. აღსანიშნავია, რომ შემოწირულებები ცალკე მიიღეს ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა (86 366 ლარი) და პლატფორმა ახალმა საქართველომ (52 999 ლარი).

ოფიციალური მონაცემებით, შემოწირულებების მხრივ, მესამეზე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც აგვისტოს თვეში 475 824 ლარი მიიღო. 

ხუთეულში არიან პატრიოტთა ალიანსი – 267 207 ლარით და თავისუფალი დემოკრატები – 115 550 ლარით. 

აგვისტოს თვეში ყველაზე ნაკლები პოლიტიკური შემოწირულება ქართულ დასს (125 ლარი) და თავისუფალ საქართველოს (15 ლარი) ჰქონდა.

ჯამში, პარტიების მიერ აგვისტოში მიღებული შემოწირულებების ოდენობა 7 742 021 ლარია. აქედან, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 268 006 ლარი მიიღეს.

კომენტარები