დასაქმება

საქსტატი: საშუალო ხელფასი კერძო სექტორში 978 ლარია

ტაბულა

978 ლარი (დაბეგვრამდე) არის ის საშუალო ანაზღაურება, რასაც კერძო სექტორში დასაქმებულები იღებენ. კერძო სექტორში გაცემული ხელფასების შესახებ ინფორმაცია საქსტატის ანგარიშიდან გახდა ცნობილი. 

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით კერძო სექტორში (ბიზნესში) დასაქმებულია 601 ათასი ადამიანი, აქედან 564.5 ათასი ადამიანი ანაზღაურებას კონტრაქტის საფუძველზე იღებს. 

2016 წლის მეორე კვარტალში კერძო სექტორში გაცემული ხელფასების მოცულობა გაყოფილი 564 ათასზე (კონტაქტით დასაქმებულებზე) 978 ლარი და 10 თეთრია. ეს მაჩვენებელი წინა წლის მეორე კვარტალში არსებულ საშუალო ხელფასს 35 ლარით აღემატება. 

ხელფასის მოცულობა ბიზნესის ზომების მიხედვით განსხვავდება:

  • მსხვილი ბიზნესი – 1148 ლარი
  • საშუალო ბიზნესი – 783 ლარი
  • მცირე ბიზნესი – 582 ლარი

დასაქმებულთა განაწილება სქესის მიხედვით

ბიზნესში დასაქმებული 601 ათასი ადამიანიდან 356 ათასი კაცია, 244 ათასი კი ქალი. ქალების მიერ მიღებული საშუალო ანაზღაურება (ყველა ქალის მიერ მიღებული მთლიანი ხელფასის საშუალო) 727 ლარია. 

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 60.9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14.4% - საშუალო, დარჩენილი 24.7% კი მცირე ბიზნესზე.

კომენტარები