დემურ სტურუას საქმე

რესპუბლიკელები სტურუას საქმეზე: შანტაჟის სისტემა უფრო მძლავრად იკიდებს ფეხს

რესპუბლიკური პარტია დემურ სტურიას დედის ცემის ფაქტს ეხმაურება. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ქვეყანაში არსებული შანტაჟის სისტემა კიდევ უფრო მძალავრად იკიდებს ფეხს და საზოგადოება ვერ ხედავს ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებას.“

„დღეს უკვე, საქმეში მოწმის სახით დაკითხული ადამიანი აგრძელებს გარდაცვლილის დედის, ნონა ჯოჯუას, შანტაჟს, დაშინებას. მიუხედავად იმისა, რომ ნონა ჯოჯუას სახლში მისული მოწმე დაკავებულია, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სამართალდამცავი ორგანოების და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა საკმარისად ჩაითვალოს. თავად დაკავებულიც მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, არის სამართალდამცავი ორგანოების მსხვერპლი.“- წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რესპუბლიკელები მოუწოდებენ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები სამტრედიის პოლიციაში არსებული ვითარების სრულყოფილად შესასწავლად.

„დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამართალდამცავ სისტემაში ჯერ კიდევ მძლავრად მუშაობს დაშინებისა და დაშანტაჟების პრაქტიკა. ყოველივეამას კი სისტემური ხასიათი აქვს. მოვუწოდებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები სამტრედიის პოლიციაში არსებული ვითარების სრულყოფილად შესასწავლად და უზრუნველყონ ყველა მოწმის უსაფრთხოება.“- წერია განცხადებაში. 

დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუასა და მის შვილს მამაკაცმა სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან მუქარის გამო სცემა. ამის შესახებ ინფრომაცია „ლიბერალმა“, სტურუას მეგობრის, ოლეგ თავაძის მონაყოლზე დაყრნობით გაავრცელა. პროკურატუამ ჯოჯუას ცემის ფაქტზე მოქალაქე დავით ნაცვლიშვილი დააკავაროგორც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, საქმეში პოლიციელის შესაძლო ფიგურირებას არ ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ნონა ჯოჯუასა და ბრალდებულს შელაპარაკება პირად საკითხზე მოუვიდათ.

კომენტარები