არჩევნები 2016

ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს ხვალ, 12:00 საათზე დაუბრუნდება

ბიძინა ივანიშვილი
საზოგადოება 2030

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს ხვალ, დღის 12:00 საათზე დაუბრუნდება. ის ნათია თოიძისა და მიშა ფეიქრიშვილის გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

გადაცემა სხვადასხვა რეგიონიდან GDS-ის ეთერში კვირაში 2-ჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს, არჩევნებამდე გავა.

ხვალინდელი ეთერი ბათუმიდან იქნება, მომდევნო ოზურგეთიდან. გადაცემის ხანგრძლივობა საათ-ნახევარია.

ბოლო გადაცემა თბილისიდან იქნება.

კომენტარები