პარტიზანული მებაღეობა

ფერაძე: ნარმანიას თითოეულ გამხმარ ხეზე შევარცხვენთ

დავით ნარმანიას გადადგომა იქნება ფართომასშტაბიანი პოლიტიკური გადატრიალება და ჩვენ ასეთ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. გაისად არის არჩევნები და უფრო ღირსეული მერი უნდა ავირჩიოთ. არ უნდა იქნას მერი არჩეული, როგორც აირჩიეს ნარმანია, - არა იმიტომ, რომ ნარმანია მოგვწონს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვეზიზღება ნაციონალური მოძრაობა. უნდა დავაკვირდეთ პიროვნებას, ვისაც ავირჩევთ. ნარმანიას ჩამოვატარებთ და შევარცხვენთ თითოეულ გამხმარ ხეზე. ეს ყველაფერი ძალიან დიდ გადატრიალებამდე მივა, ეს პროცესები. გაცილებით დიდ ქაოსში გადაიზრდება ეს ყველაფერი დროზე თუ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს შეიძლება ტერორს გაქვს, მაგრამ ეს არის კიდეც ტეროტი, იმიტომ, რომ წინააღმდეგ სემთხვევაში, ნარმანიას მხრიდან არის ტერორი ჩვენს ჯანმრთელობაზე

აქტივისტი ნატა ფერაძე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში

კომენტარები