თბილისის მერია

ელისაშვილი: ნარმანიას 560 ათასი ხე თბილისში კი არ დაურგავს, Facebook-ზე დარგო

560 ათასი ხე დავრგეო, იძახის [დავით ნარმანია]. მგონი კომპიუტერში თამაშობს. Facebook-ზე ბოსტანს რომ უვლიან და ხეებს რომ რგავენ, აი, იმ თამაშს თამაშობს. გიჟებივით რომ არიან, არასდროს ბოსტანი რომ არ დაურგავთ და კომპიუტერში რომ უვლიან ბოსტნებს, აი, მაგას თამაშობს, ფერმას. Facebook-ზე თამაშობს და 560 ათასი ხე აქვს დარგული, ალბათ არ იტყუება და მართლა აქვს იქ 560 ათასი ხე დარგული. თბილისში კი არ დაურგავს, Facebook-ზე დარგო.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერ დავით ნარმანიაზე.

კომენტარები