არჩევნები 2016

GfK: ბარიერს ლახავს: ოცნება, ენმ, ბურჭულაძისა და ნათელაშვილის პარტიები

gfk

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GfK-ის კვლევის შედეგების თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პაატა ბურჭულაძისა და შალვა ნათელაშვილის პარტიები ლახავენ.

5%-იან ბარიერთან ახლოსაა ირაკლი ალასანიას პარტია თავისუფალი დემოკრატები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2-18 აგვისტოს პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 2 200 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. კვლევის დამკვეთი ტელეკომპანია რუსთავი 2-ია და მას ერთ-ერთი მსხვილი ამერიკულ-გერმანული კვლევითი ორგანიზაცია GfK ატარებს.

კომენტარები