არჩევნები 2016

მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. როგორც მეტრეველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, მისთვის მიუღებელი იყო პარტიის საარჩევნო ბლოკში გაერთიანება.

"არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია, ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის იყო მიუღებელი, სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე მინდა ვუსურვო წარმატება ამ პარტიას და ვუსურვო გამარჯვება არჩევნებში", - ამბობს მეტრეველი.

პაატა ბურჭულაძის თქმით, სუს-ი ახორციელებს ზეწოლას პარტიის წევრებზე და სწორედ ზეწოლის შედეგია ის, რომ პარტია რამდენიმე წევრმა დატოვა.

"სუს-ი ახორციელებს ზეწოლას პარტიის წევრებზე. ბოლო დროს გახმაურებული ამბები, რომ თითქოს, ჩვენი წევრები ტოვებენ ჩვენს მოძრაობას, გაზვიადებულია და არის ამ ზეწოლის შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო სუს-ს, რომელმაც თავდადებულად იმუშავა, მრავალი შრომა გასწია პარტიის წევრებზე და ამით ჩვენ დაგვეხმარა, რომ ჩამოგვაშორა სუსტი ადამიანები, მაგრამ დაგვრჩნენ და შემოგვემატნენ ძლიერი და პრინციპული თანამებრძოლები", - თქვა ბურჭულაძემ.

კომენტარები