თურქეთი

საგარეო უწყება: თურქეთში მომხდარი ტერაქტებისას ქართველები არ დაშავებულან

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თურქეთში მომხდარი 3 ტერაქტის შედეგად, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან. მათი ცნობით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია არც ანკარაში, არც საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში არ შესულა.

ამასთან, სამინისტრო ცხელი ხაზის ნომრებსაც აქვეყნებს, რომელზე დარეკვაც მსრუველებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.

თურქეთში, ბოლო 24 საათში სამი აფეთქება მოხდა. აფეთქებებს ჯამში 9 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

თურქეთის სამთავრობო მედიასაშუალება Anadolu-ს ცნობით, ტერაქტების უკან ქურთების სახალხო პარტია უნდა იდგეს. თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები